3ds Max
ინდივიდუალური მენტორინგი
- ნებისმიერ დროს
- ონლაინ
- კვირაში ერთხელ, შეთანხმებით მენტორთან
რას მოიცავს მენტორინგი
ყოველკვირეული 1:1 ონლაინ სესია მენტორთან, უკუკავშირი თქვენ ნამუშევარზე, კონსულტაცია და პასუხები კითხვებზე. განრიგი შეთანხმდება მენტორთან ინდივიდუალურად.
თემები, რომლებზეც შეგიძლიათ ფოკუსირება
სილაბუსი მალე დაემატება
ვინ გასწავლით
გიორგი მამალაძე
ინტერიერის დიზაინერი და 3D ვიზუალიზატორი
არქიტექტურის ბაკალავრი, რომელიც 5 წელზე მეტია 3D ვიზუალიზაციით არის დაკავებული, ბოლო წლებში კი ინტერიერის დიზაინერად მუშაობს არქიტექტურულ სტუდიაში. მონაწილეობდა ნიუ-იორკის მასშტაბურ პროექტებში.
გრაფიკული დიზაინის გამოცდილება ეხმარება, რომ ნამუშევარი არა მხოლოდ ტექნიკურად სწორი, არამედ ვიზუალურად დამაჯერებელიც იყოს: სინათლე, მასალა და კომპოზიცია. Archicad-სა და 3ds Max-ში დამწყებებს ნულიდან ასწავლის მოდელირებას და მოდელის რეალისტურ გამოსახულებად ქცევას.
გადახდა
გადახდა ინვოისით (საბანკო გადარიცხვა), ყოველთვიურად. დარეგისტრირების შემდეგ დაგიკავშირდებით და გამოგიწერთ ინვოისს.
კითხვები და პასუხები
საჭიროა წინასწარი გამოცდილება?
არა, კურსები განკუთვნილია სრულიად დამწყებთათვის და წინასწარი ცოდნა არ გჭირდებათ.
როგორ მიმდინარეობს სწავლება?
სწავლება მთლიანად ონლაინ ფორმატშია, ლაივ ლექციების სახით.
როგორ ხდება გადახდა?
გადახდა ხდება ინვოისით, საბანკო გადარიცხვით. დარეგისტრირების შემდეგ დაგიკავშირდებით და გამოგიწერთ ინვოისს.
რა არის საჭირო კურსის გასავლელად?
საჭირო იქნება მხოლოდ კომპიუტერი და სტაბილური ინტერნეტ კავშირი.
გირჩევნიათ ჯგუფური ფორმატი? 3ds Max-ის ჯგუფური კურსი